ჩვენ შესახებ

სტუმარი ღვთისაა ეს ფრაზა ალბათ ხშირად გსმენია. ის ნათლად გამოხატავს საქართველოს კულტურის, მასპინძლობისა და სტუმრის პატივისცემის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.


სტუმრის მიღება ქართული ოჯახებისთვის ოდითგანვე დიდი პატივი იყო და დახვედრისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებოდნენ: ცდილობდნენ, დაეხვედრებინათ საუკეთესო პროდუქტი, სუფრა და გარემო.


ჩვენც გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ სტუმარმასპინძლობის გამორჩეული ტრადიცია და შევიმუშავეთ ახალი პროდუქტი – ღვინის ჩაი, რომელიც დიდი ზრუნვითა და ქართული მემკვიდრეობის პატივისცემით არის შექმნილი. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვით შეგვიძლია, შევქმნათ ტრადიციებისა და თანამედროვეობის ძლიერი კავშირი.


,,სტუმარის“ გუნდი შედგება გამოცდილი ინვესტორებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისაგან. გუნდში გაერთიანებულია მრავალპროფილური გამოცდილება და ბიზნესის თანამედროვე მიდგომები. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: ბიზნესის დაგეგმარება, მართვა და მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, წარმოება, ხარისხის კონტროლი და გაყიდვები. „სტუმარის“ გუნდს ერთობლივად მუშაობის დიდი გამოცდილებაც აერთიანებს. პროექტის განვითარების პარალელურად, ჩვენ განუწყვეტლივ ვზრუნავთ გუნდის გაძლიერებასა და ოპტიმიზაციაზე.


ვამაყობთ, რომ დაარსებიდან ძალიან მალე ,,სტუმარმა“ გაიმარჯვა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ,,სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში. მნიშვნელოვანია, რომ „სტარტაპ საქართველოს“ ისტორიაში პირველად, პროექტის საწყის ეტაპზევე დაინტერესდნენ ქართველი ინვესტორები და სახელმწიფო ფინანსები კერძო კაპიტალით ჩანაცვლდა.

კომპანიას ,,სტუმარი“ მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსში: ჩვენ ვართ Creative Business Cup-ის გამარჯვებულები, როგორც გამორჩეულად კრეატიული და ინოვაციური ბრენდი. პროექტი ამასთანავე არის ,,ჯიტას“ (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) თანადაფინანსების საგრანტო პროექტის გამარჯვებული, რაც ჩვენთვის ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია.


ჩვენი მიღწევები თუ სამომავლო გამოწვევები კიდევ უფრო მეტად შთაგვაგონებს, რომ წინსვლისა და განვითარების ახალ საფეხურებზე ავიდეთ.

გახდი ჩვენი სტუმარი!

ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანია, უნარჩენო წარმოებაში ინოვაციის დანერგვის გზით, მომხმარებელს შევთავაზოთ არაგენმოდიფიცირებული, ჯანსაღი და უნიკალური პროდუქტი, რომელიც გახდება ჩვენი ქვეყნის ექსკლუზიური სავიზიტო ბარათი. ამასთანავე, გვსურს, შევქმნათ გამორჩეული ქართული ბრენდი, როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა, მომხმარებელს შევთავაზოთ ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზი. გვჯერა, რომ ყოველ სიახლეში იმალება კარგად დავიწყებული ძველი და ,,სტუმარის“ მისიაც ამ კულტურის შენარჩუნება, გაღვივება და გაძლიერებაა.
© ყველა უფლება დაცულია. Stumari Tea 2023.
გამოგვყევი
Made on
Tilda