• პროდუქტის შესახებ
    ღვინის ჩაი არის სრულად ქართული - ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ზედმიწევნით დამუშავებული
    ღვინის ნარჩენი ნედლეულისგან
    არის მიღებული. ჩაის შემცველობაში შედის ღვინო, ყურძნის
    კანი და წიპწა.
  • თვისებები
    პროდუქტი არის სრულიად არაალკოჰოლური, და ახასიათებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების გამორჩეული ნაკრები, რომელშიც შედის:
    • მრავალფუნქციური ანტიოქსიდანტური თვისებები;
    • მატონიზირებელ და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტი;
    • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;
    • ბახუსიდან გამოსვლის ხელშეწყობა.
  • ასორტიმენტი
    ამ ეტაპისთვის ,,სტუმარი'' აწარმოებს ღვინის ჩაის ორი ტიპის შეფუთვას, ესენია სასაჩუქრე და ერთჯერადი პაკეტები. ორივე ტიპის პროდუქტი უმარტივესად მზადდება და არომატული გემოებით დატკბობისთვის სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდება.
    აქვე წარმოგიდგენთ პროდუქტის ორივე ვერსიას, დეტალური აღწერითა და მომზადების წესით.
სასაჩუქრე შეფუთვა
ისიამოვნეთ საჩუქრების გაცემის ამაღლებული გამოცდილებით - ელეგანტურობითა და დახვეწილებით განმსჭვალული ღვინის ჩაის შეფუთვა შესანიშნავია განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ეს არის დასამახსოვრებელი და უნიკალური საჩუქარი შენი საყვარელი ადამიანებისთვის. სასაჩუქრე კომპლექტში შედის ჩაის პაკეტი, მრავალჯერადი გამოყენების ფილტრი და მომზადების ინსტრუქცია.

ღვინის ჩაის სასაჩუქრე შეფუთვის მომზადება ძალიან იოლია:
გახსენით შეფუთვა და გაზომე ერთი ჩაის კოვზი ჩაი;
მოათავსე ფხვნილი ფილტრში;
ნაზად დაასხით მდუღარე წყალი ფილტრზე.
სულ ეს არის! გემრიელად მიირთვით არომატული და გემრიელი ღვინის ჩაი.
ერთჯერადი შეფუთვა
ღვინის ჩაის ერთჯერადი შეფუთვა კი მაშინაა ზედგამოჭრილი, როცა ენერგიის სწრაფად აღდგენა გსურს. ამ მუდმივად დაჩქარებული ცხოვრების რეჟიმში, „სტუმარის“ ერთჯერადი შეფუთვა არის ღვინის არომატების გემრიელი ნაზავი მათთვის, ვინც ეძებს გამაჯანსაღებელი ჩაის გამოცდილებას ნებისმიერ დროსა და სივრცეში.

ჩაის მომზადება ჩვენი მოსახერხებელი ერთჯერადი შეფუთვით ძალიან მარტივია:
გახსენი შეფუთვა და მოათავსე პაკეტი ჭიქაში;
შეფუთვას დაასხი ცხელი წყალი;
დაიცადე იქამდე, სასურველ ფერსა და არომატს მიიღებ;
სულ ეს არის, გემრიელად მიირთვი!
© ყველა უფლება დაცულია. Stumari Tea 2023.
გამოგვყევი
Made on
Tilda