20/ 05 / 2024
შეიტყვე მეტი ღვინის ჩაის სასარგებლო თვისებების შესახებ:

ღვინის ჩაი - საფერავის ბაზაზე დამზადებული, ინოვაციური და უნიკალური ჩაია, რომელიც აერთიანებს საფერავის ღვინის მდიდარ არომატებსა და სასარგებლო თვისებებს. ღვინის ჩაი მზადდება მევენახეობის პროდუქტებისაგან, რაც მოიცავს შემდეგს: ღვინო, ყურძენი, ყურძნის კანი და წიპწა.

პროდუქტი არის 100% ით ნატურალური და ჯანსაღი, ღვინის ჩაი არ შეიცავს არანაერ დანამატს. ჩაი გამორჩეულია ანტიოქსიდანტების განსაკუთრებულად მაღალი კონცენტრაციით, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.

იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს ორგანიზმში ანტიოქსიდანტების როლი, ბლოგში შეგიძლია გაეცნო მის მნიშვნელობასა და მახასიათებლებს:


ანტიოქსიდანტების ძალა

ანტიოქსიდანტების ძლიერი ნაერთები გვხვდება სხვადასხვა საკვებ პროდუქტსა და სასმელში. ისინი გადამწვეტ როლს ასრულებენ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ორგანიზმის დაცვაში მავნე მოლეკულებისაგან, რომლებიც ცნობილია როგორც თავისუფალი რადიკალები.

ამ მოლეკულებს შეუძლიათ დააზიანონ ჩვენი უჯრედები, გამოიწვიონ ანთებითი პროცესები, ნაადრევი დაბერება და სხვადასხვა დაავადებები. საბედნიეროდ, ანტიოქსიდანტები მოქმედებენ, როგორც ორგანიზმის დამცველი ჯარისკაცები და ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, რითაც ხელს უწყობენ ჩვენი სხეულის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.


რა არის ანტიოქსიდანტები?

ანტიოქსიდანტები ბუნებრივად წარმოქმნილი ნაერთებია, რომლებიც იცავენ ჩვენს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ეს არის პროცესი, რომელსაც შეუძლია დააზიანოს დნმ-ი და სხვა მნიშვნელოვანი უჯრედული კომპონენტები.

ანტიოქსიდანტები ზრუნავენ ორგანიზმის სიჯანსაღეზე, იცავენ მას დაზიანებისაგან და თავისუფალი რადიკალებისაგან.

ანტიოქსიდანტების დადებითი გავლენა დადასტურებულია მრავალი მიმართულებით, მაგალითად ისინი იცავენს კანს ნაადრევი დაბერებისაგან, უნარჩუნებენ მას სიმკვრივესა და სიმტკიცეს; ასევე უზრუნველყოფენ ორგანიზმში სისხლძარღვების კედლის ელასტიურობას.


რაში გვეხმარებიან ანტიოქსიდანტები?

1. აძლიერებს იმუნიტეტს: ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ ჯანსაღი იმუნური სისტემის მხარდაჭერას მავნე თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებით და ანთებითი პროცესების შემცირებით. ზემოთ აღნიშნული კი ეხმარება ორგანიზმს უფრო ეფექტურად ებრძოლოს მასში წარმოქმნილ ინფექციებსა და დაავადებებს.

2. ხელს უწყობს გულის ფუნციონირებას: ცნობილია, რომ ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ გულის ჯანმრთელ ფუნცქიონირებას, რასაც გულ-სისხლძარღვთა სისტემაში ოქსიდაციური სტრესისა და ანთების შემცირებით ახდენენ. ანტიოქსიდანტები იცავენ სისხლძარღვებს დაზიანებისაგან, ამასთანავე ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონის შემცირებას, შედეგად კი ამცირებენ გულის დაავადებებისა და ინსტულტის რისკს.

3. უნარჩუნებს კანს ელასტიურობას: ანტიოქსიდანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში. კანის ელასტიურობის ხელშეწყობას ანტიოქსიდანტები ახდენენ თავისუფალი რადიკალების განეიტრალების გზით, რომლებიც გამოწვეულია გარემო ფაქტორებით, როგორიცაა UV გამოსხივება და გარემოს დაბინძურება. მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ ნაადრევი დაბერება და კანის სხვა დაავადებები, ასევე იცავენ მას ოქსიდაციური დაზიანებისგან.

4. ხელს უწყობს ტვინის მუშაობას: დადასტურებულია, რომ ანტიოქსიდანტები ასტიმულირებენ ტვინის ჯანმრთელობას და კოგნიტურ ფუნქციას, ისინი ასევე იცავენ ნეირონებს ოქსიდაციური სტრესისგან. მათ შეუძლიათ შეამცირონ ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური დაქვეითების და ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკი, როგორიცაა ალცჰეიმერი და პარკინსონი.

5. ამცირებს ანთებით პროცესს: ანტიოქსიდანტებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს ანთების შემცირებას მთელ სხეულში. ქრონიკული ანთება დაკავშირებულია სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან, მათ შორის ართრიტთან, დიაბეტთან და ონკოლოგიურ პრობლემებთან, ამიტომ თქვენს კვებაში ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვების ჩართვა დაგეხმარებათ ანთების შემცირებაში და ამ დაავადებების რისკის შემცირებაში.

6. ღვინის ჩაი არ შეიცავს ალკოჰოლს(0%): ღვინის ჩაის ახასიათებს, საფერავის სასიამოვნო გემო და არომატი, ამასთანავე იგი სრულიად უალკოჰოლოა და მისი მირთმევა დღის ნებისმიერ მონაკვეთში არის შესაძლებელი.


7. ხელს უწყობს ბახუსიდან გამოსვლის პროცესს: ღვინის ჩაი შესანიშნავი არჩევანია ბახუსის დროს ენერგიის აღდგენისთვის. ღვინის ჩაიში არსებული ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ ორგანიზმის გაჯანსაღებას, შედეგად თვალსაჩინოა მისი სწრაფი მატონიზირებელი ეფექტი.

ღვინის ჩაი - ანტიოქსიდანტების წყარო!

ერთ-ერთი მარტივი და მოსახერხებელი გზა ანტიოქსიდანტების ყოველდღიურად მიღებისათვის არის ღვინის ჩაის რაციონში ჩართვა.
ღვინის, ყურძნის კანის, წიპწისა და მევენახეობის სხვა პროდუქტების ნაზავისაგან დამზადებული ღვინის ჩაი გამორჩეულია ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით.
ღვინის ჩაიში ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა ლაბორატორიულად არის დადასტურებული და მისი შემოწმება ხდება პერიოდულად, ნედნეულის მიღებისა თუ დამუშავების პროცესსში. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ღვინის ჩაიში ანტიოქსიდანტების ასეთი მაღალი შემცველობა სრულიად ბუნებრივი დამუშავების გზით არის მიღებული.

სად შემიძლია მივირთვა ღვინის ჩაი?

ღვინის ჩაი შეიძლება მიირთვათ სხვადასხვა გარემოში. სახლში ისვენებთ, სამსახურში მუშაობთ, რესტორანში სადილობთ თუ საზღვარგარეთ მოგზაურობთ, შეგიძლიათ მარტივად ჩართოთ ღვინის ჩაი თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

პროდუქტის შეძენა შესაძლებელია, როგორც თბილისსში არსებულ ტურისტულ ობიექტებსა და სასტუმროებში, ასევე სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში, ესენია :

გუდვილი, ბადაგი, ევროპროდუქტი, 8000 მოსავალი, ქართული კალათა, სხვა.
ამასთანავე პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, მარტივად Wolt-Market-ის საშუალებით.

შეგახსენებ, რომ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვებისა და სასმელის, შენს საკვებ რაციონში ჩართვა დაგეხმარება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში, ისინი იცავენ სხეულს ოქსიდაციური სტრესისგან და ხელს უწყობენ ორგანიზმის გაჯანსაღებას.


მიირთვი ღვინის ჩაი, ისიამოვნე საფერავის გამორჩეული არომატებით და იგრძენი ანტიოქსიდანტების ძალა, რომელიც შენს იმუნიტეტს კიდევ უფრო გააძლიერებს! ეს უნდა გასინჯო!

გაზიარება
© ყველა უფლება დაცულია. Stumari Tea 2023.
გამოგვყევი
Made on
Tilda